დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა.
მომხდარის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში წერს:
„რა საშინელება მოხდა ჩემს კორპუსში. ძალიან შეშინებული და დაზაფრული ვარ.
ყოფილმა ქმარმა, ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა ცოლი და სიდედრი შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა მძიმეა თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.
შვილების დედას და მის დედას რომ კლავ რა სიცოცხლის ღირსი ხარ“