კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად 33 წლის კაცი გარდაიცვალა. სო­ფელ ჯი­მით­ში, 33 წლის ლე­ვან შიშ­ნი­აშ­ვი­ლი მეგობართან ერთად სოფლის მიმდებარედ, მინდორში, ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდა, რა დროსაც მისივე თანასოფლელს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა, რომელიც ტყვია თავის არეში მოხვდა.

სამწუხაროდ ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდარიდან მალევე ერთი პირი დააკავეს და ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ვი­საც ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და ის ბიჭი ლე­ვა­ნის მე­გო­ბა­რი, მისი სტუ­მა­რი იყო, ძმაკაცობდნენ ბიჭები.

შსს- ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here