მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში – გარდაიცვალა ქალი და დაშავდა 6 არასრულწლოვანი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქალაქ საგარეჯოში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სწრა­ფად მოძ­რა­ვი “მი­ცუ­ბი­შის” მარ­კის მან­ქა­ნის მძღოლ­მა, რო­მელ­საც 1-ელი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე მარ­თავ­და, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, ჯერ გზის ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე თო­ნეს, შემ­დეგ კი სხვა მსუ­ბუქ მან­ქა­ნას და იქვე მყოფ ქალს შე­ე­ჯა­ხა.

ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლო­ვა­ნი მარ­თავ­და, შე­სა­ბა­მი­სად მას არ ექ­ნე­ბო­და არც მარ­თვის მოწ­მო­ბა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ნაწილებად არის დაშლილი. მათი ინფორმაციით მან­ქა­ნას ქალი კე­დელ­ზე მი­უ­ჭყლე­ტია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here