ანაკლიაში, 3 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ენგურში ჩავარდა, მედიკოსებმა ვერ გადაარჩინეს. გარდაცვლილი 3 წლის ანდრია ყიფშიძეა.
ადგილობრივის ინფორმაციით, ბავშვი წყლიდან მაშინვე ამოიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. ბავშვი ბათუმში გარდაიცვალა. იგი უბედური შემთხვევიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
”ეს იმხელა შოკი იყო დედისთვის, რომ მოულოდნელად ამბის გაგებისთანავე კომაში ჩავარდა, ის სასწრაფოდ სხვა კლინიკაში გადაიყვანეს და ახლაც იქაა…” – ამბობს ახლობელი ერთ-ერთ მედიასთან საუბრისას.