სპექტაკლის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, საგრიმიოროში, მაკა შალიკაშვილი გრიმის გასაკეთებლად გაემზადა და დასაჯდომად მოწყვეტით დაეშვა. სკამი გორგოლაჭებზე გაგორდა და მსახიობი მთელი ძალით დაენარცხა იატაკს…

“უცებ დაბნელდა… გავითიშე. გონს რომ მოვედი, ვიწექი და თავს მსახიობები, ჩემი მეგობრები დამტრიალებდნენ. მალე გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღმოვჩნდი” – მაკა “პრაიმტაიმთან” 13 მაისის ინციდენტს იხსენებს.

თუ მოტეხილი არ მაქვს და ძვლებში რკინებს არ გამიყრიან, ვითამაშებო, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაუბარებია. კუდუსუნის დაჟეჟილობით მალევე უკან დაბრუნდა, რახან მოტეხილობა არ ჰქონდა, დანარჩენი არ უნაღვლია.

და ლიტერატურული ფანტაზიის – “მე მოვალ – სიზმარი” – სანახავად სხვადასხვა ქალაქიდან თუ კუთხიდან გორში ჩასული მაყურებლის წინაშე, მოხდა ის, რასაც მაკა ემოციურად და მისეულად გვიამბობს.

წყარო: პრაიმტაიმი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here